Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის  მე-11 პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების  მე-10 მუხლის   მე-4 პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის  დ. კორძაიას 2024 წლის 20 დეკემბრის N34414/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი N9) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ  ჩხაიძე - ალექსანდრე  ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტუტუტის კლინიკური ანატომიისა და  ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) ელენე ნიკობაძე - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტუტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ნანა ბაკურაძე - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტუტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) ციური სუმბაძე - ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტუტუტის  კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

ე)  ლეილა ჯანდიერი  -  თბილისის   სახელმწიფო სამედიცინო   უნივერსიტეტის  კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  ზურაბ ჩხაიძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის  მოადგილედ ელენე ნიკობაძე, საკონკურსო კომისიის მდივნად ნანა ბაკურაძე.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა და    თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ-ის რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 3 თებერვლისა;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია